ქუჩის ბავშვები - ისინი, ვინც თავიანთ ოჯახებს გამოექცნენ, ოჯახთან ერთად ქუჩაში ცხოვრობენ ან დროის უმეტეს ნაწილს ქუჩაში, ხშირად მოწყალების თხოვნაში ატარებენ.
აქართველოში ყველაზე დიდი ჯგუფი მესამეა – ეს UNICEF-ის განსაზღვრებაა. ორგანიზაციამ, ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, პრობლემის იდენტიფიცირებისა და მოგვარებისთვის, ასობით ათასი ევრო დახარჯა. შეიცვალა კანონი და გაჩნდა ტერმინი “მიუსაფარი ბავშვი.” უფლებები გაეზარდათ სოციალურ მუშაკებს. მოზარდებზე დოკუმენტაციის გაცემა გამარტივდა. მათი უმეტესობა სასკოლო განათლების გარეშე იზრდება.
რეგიონში არ გვაქვს მიუსაფარი ბავშვებისთვის თავშესაფარი და კრიზისული მართვის ცენტრი. ნათია ლომაძე არკვევდა, ვინ არის პასუხისმგებელი ამ ბავშვების განათლებასა და ოჯახურ გარემოში აღზრდაზე.