თინათინ ხიდაშელი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფება. მინისტრი ვროცლავის გლობალური ფორუმის ფარგლებში ამერიკელ კონგრესმენებთან და სენატორებთან, ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლებთან და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ალექსანდრე ვერშბოუსთან შეხვედრებს გამართავს. საქართველოს მოლოდინები ივლისში დაგეგმილ ნატოს სამიტზე, ასევე აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ის მთავარი თემები იქნება, რაზეც ხიდაშელი ორმხრივ შეხვედრებზე გააკეთებს აქცენტს.