რამაზ ჯინჭარაძე: კომპენსაციას მიიღებს ყველა ოჯახი, რომელიც გამგეობამ წარმოადგინა

12 ივნისი 2017, 00:00 4282 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სოფელ თხილვანაში, მეწყრული პროცესებით დაზარალებული მოსახლეობის ერთი ნაწილი, ფულად კომპენსაციას, მიმდინარე კვირაში მიიღებს.

 ჯინჭარაძის თქმით, მთავრობის თავმჯდომარის შესაბამისი განკარგულება, უკვე ხულოს გამგეობაშია.
„მთავრობის თავმჯდომარის განკარგულება, უკვე მისულია გამგეობაში. პირველ ეტაპზე, ამ კვირაში, 28 ოჯახთან დაიწყება ხელშეკრულებების გაფორმება და თანხების დარიცხვა“,-აცხადებს ჯინჭარაძე. მისივე განცხადებით, კომპენსაციების გაცემა მას შემდეგ მოხდება, რაც განსახლებას დაქვემდებარებული ოჯახები, საკუთარ საცხოვრებლებს, არასაცხოვრებელ მდგომარეობაში მოიყვანენ.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ამ დროისთვის მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი რჩება, ვისთანაც მოლაპარაკებები გრძელდება. მისივე თქმით, მათი კომპენსირება, გამგეობის მიერ საკითხის შესწავლის დასრულების შემდეგ გადაწყდება.   
„თანხა, მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. კომპენსაციას მიიღებს ყველა ოჯახი, რომელიც გამგეობამ წარმოადგინა“,-დასძენს, მინისტრის მოადგილე.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი