ისევ დახურული სასამართლო  პროცესი 

09 ივნისი 2017, 00:00 2201 ნახვა

ე.წ. ციანიდის საქმე და დახურული სხდომის დეტალები. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის საჯარო განცხადება მტკიცებულებად დაუშვა, თუმცა არ გაიზიარა.

ადვოკატები საქმეში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-მასალის არარსებობის დამტკიცებას ცდილობენ, პროკურატურა კი აცხადებს, რომ ვიდეოში დეკანოზი სხვა პირების ცხოვრებაზე საუბრობს. სხდომას ესწრებოდა სახალხო დამცველი. რაც შეეხება ოჯახის მოთხოვნას, ადვოკატებთან ერთად საქართველოს პატრიარქთან შეხვედრის შესახებ - დღის ბოლოს კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს წარმომადგენელმა.

დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი ამბობს, რომ ოჯახის წევრებმა ილია მეორესთან საუბრის შანსი ამ შემთხვევაში დაკარგეს, რადგან 5 ივნისს ჩანიშნულ შეხვედრაზე არ მივიდნენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში