“წინასაარჩევნო კამპანიისას კონკურენტ ძალებსა და ამომრჩეველზე შესაძლოა ზეწოლა, ასევე არსებობს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების პოტენციური რისკები” - ეს არის ამონარიდი ანგარიშიდან, რომელიც ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ ჩვენს ქვეყანაში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მოამზადა. ეუთო-ს მისიის შეფასებით, გაუთვალისწინებელი დარჩა ის რეკომენდაციები, რომელიც კამპანიების დაფინანსებასა და მედიას შეეხება.