სასტუმრო ''არმაზის'' საქმეს სასამართლო არსებითად განიხილავს

08 ივნისი 2017, 00:00 3182 ნახვა

სასტუმრო "არმაზის" საქმეზე არსებითი განხილვის მორიგი პროცესი ურთიერთშელაპარაკების ფონზე მიმდინარეობდა. სასტუმროს მეპატრონის დედის თქმით, მისი შვილის  თვითმკვლელობის ფაქტი, სასამართლოს მიერ მიღებული მცდარი გადაწყვეტილება გახდა.

ოჯახი ექსპერტების დასკვნას უნდობლობას უცხადებენ. პროცესზე დაიკითხნენ მოწმეები. მხარეებმა ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრეს. ადვოკატ პაატა შავაძის თქმით, სასტუმროს მეპატრონისთვის, ახლახან გარდაცვლილი  ზაზა ართმელაძის მიმართ აღკვეთი ღონისძიება არ უნდა შეეფარდებინათ. სასამართლო პროცესი 15 ივნისისთვის გადაიდო.

ორი წლის წინ, ქობულეთში მდებარე სასტუმრო „არმაზში“ გაჩენილ ხანძარს 3 ბავშვი ემსხვერპლა. დაღუპულები რუსთავის ცეკვის ერთ-ერთი ანსამბლის წევრები იყვნენ. 29 მაისს კი  სასტუმროს მეპატრონე ზაზა ართმელაძე გარდაცვლილი იპოვეს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი