მესი: რონალდო ყოველ წელს საკუთარ შედეგეbს აუმჯობესებს

08 ივნისი 2017, 00:00 3080 ნახვა

"რონალდო მაღალი კლასის ფენომენალური მოთამაშეა,  რომელიც ყოველ წელს აუმჯობესებს საკუთარ შედეგს. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ რონალდო ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია" - ასე შეაფასა არგენტინელმა ლიონელ მესიმ მისი "მეტოქე" კრიშტიანუ რონალდო.

''ჩვენი მეტოქეობა გაძლიერდა პრესისთვის და არა ჩვენთვის", - განუცხადა მესიმ ESPN-ს გამოცემას. მისი თქმით, ისინი ყოველწლიურად ცდილობენ მიაღწიონ საუკეთესო შედეგებს საკუთარ გუნდთან ერთად, "ნაკლებად მნიშვნელოვანია ის თუ რას ფიქრობენ ჩვენზე" - განაცხადა მესიმ.

​რონალდოსა ​ და ბარსელონას თავდამსხმელს შორის მეტოქეობა მას შემდეგ გაძლიერდა, რაც პორტუგალიელი მადრიდის  ''რეალში'' გადავიდა. სწორედ მას შემდეგ დაიწყო მეტოქეობა და 9 ''ოქროს ბურთიდან'' 5-ჯერ მესიმ მიიღო, ხოლო ​ რონალდო  ჯერ 4 ჯილდოს მფლობელია.

ლეონელ მესიმ საკუთარ მომავალზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ კარიერის დასრულება ბარსელონაში სურს.

აქცენტები 29 წლის ფეხბურთელმა სანაკრებო კარიერაზეც გააკეთა. არგენტინის ნაკრების წარუმატებელ ფინალებზე ისაუბრა. მისი თქმით, მან გულშემატკივრებს იმედები გაუცრუა (ერთხელ მსოფლიო თასის ფინალში, ორჯერ კოპა ამერიკის ფინალში).   "არ არის ადვილი ფეხზე წამოდგე ფინალში განცდილი მარცხის შემდე, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით და კიდევ ორი ფინალი ვითამაშეთ" - ამბობს მესი.

პარასკევს, ავსტრალიაში "Melbourne Cricket Ground"-ზე ამხანაგური შეხვედრა გაიმართება. ერთმანეთს ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. მესი არა მარტო არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში ითამაშებს მეგობრულ შეხვედრას, არამედ მონაწილეობას მომავალ მსოფლიო თასის შესარჩევ თამაშებშიც მიიღებს.


(წყარო: Marca)

ბაკურ ფარტენაძე
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი