ოპოზიციონერი დეპუტატის საჩუქარი სახელმწიფოს

08 ივნისი 2017, 00:00 3437 ნახვა

''საქართველოს პატრიოტთა ალიანსის'' წევრმა ზაზა ოქუაშვილმა აჭარის უმაღლეს საბჭოს საჩუქრად BMW X1 მარკის ავტომობილი გადასცა, მინიკუპერით კი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი დაასაჩუქრა. როგორც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტეს, ქონება ჯერ მთავრობის ბალანსზე დარეგისტრირდება და შემდეგ გადაეცემა ადრესატ უწყებებს.

გელა ცინცაძის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ სამთავრობო უწყებებისთვის ავტომობილის ჩუქების ეს პირველი შემთხვევაა. ზაზა ოქუაშვილმა ჟურნალისტებთან დააკონკრეტა, რომ ავტომანქანა ცოტნე ანანიძეს აჩუქა,  რადგან 11-12 მარტის მოვლენების დროს დეპუტატის სარგებლობაში არსებული ავტომობილი აქციის მონაწილეებმა დაწვეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი