ენმ-ის წევრების დაკავება

07 ივნისი 2017, 00:00 2728 ნახვა

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი - პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა – ეს ის მუხლია, რომლითაც უმაღლესი საბჭოს დეპუტატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” უკვე მესამედ დააკავეს. სამივე შემთხვევაში ელგუჯა ბაგრატიონი ბიძინა ივანიშვილის პარკისთვის ხეების გადატანას, მოჭრას, მოძრაობის შეფერხებას აპროტესტებდა და ნებართვის ჩვენებას ითხოვდა.

დაკავებული იყო რეზო ხარაზიც. ამ შემთხვევაში ხის ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი იყო შპს “ზიმო,” რომელიც უახლოეს მომავალში აჭარიდან კიდევ 6 ხის გადატანას გეგმავს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი