საერთაშორისო ტურნირი ბილიარდში

02 ივნისი 2016, 00:00 5271 ნახვა

''აჭარა ოუფენი 2016''გაიხსნა. საერთაშორო ტურნირი თავისუფალ პირამიდაში ტარდება და მასში 8 ქვეყნიდან 32 სპორტსმენი ჩაერთო. შიჯიბრებაში მონაწილეობს მსოფლიო რეიტინგის სათავეში მყოფი მობილიარდეებიც. გამარჯვებულები ჯილდოს ტურნირის საპრიზო ფონდიდან მიიღებენ. ჩემპიონატი დღეს გაიხსნა და 5 ივნისს დასრულდება. ბილიარდში საერთაშორისო ტურნირის მონაწილეებს შორის 5 ბათუმელია.  ~აჭარა ოუფენს~ ბათუმი მეორედ მასპინძლობს. ტურნირის ორგანიზატორი აჭარის ბილიარდის ფედერაციაა, მხარდამჭერები კი ბათუმის მერია და სპორტის დეპარტამენტი.     

ამავე კატეგორიაში