ფესტივალი აღმოსავლურ ორთაბრძოლაში

04 ივნისი 2017, 00:00 2232 ნახვა

აღმოსავლურ ორთაბრძოლაში ფესტივალი "ბათუმი ოფენ" -  "ბათუმის მერიის თასზე მიმდინარეობს. შეჯიბრება სხვადასხვა ასაკობრივ და წონით კატეგორიაში იმართება, რომელშიც 7 ქვეყნის ნაკრები გუნდი მონაწილეობს.

ფესტივალი დღეს ოლიმპიურ კარატეში ტარდება, სადაც გამარჯვებულები დღის ბოლოს გამოვლინდებიან. ფესტივალი 1 ივნისს დაიწყო და დღეს დასრულდება. ღონისძიების ფარგლებში შეჯიბრება შოტოკან კარატე დოშიც გაიმართება.  მწვრთნელებისა და მსაჯებისთვის სემინარები ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, საქართველო მედლების რაოდენობით პირველ ადგილს იკავებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი