აფგან მუხტარლის მეუღლემ საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარს განაცხადა. ლეილა მუსტაფაევას არ სურს აზერბაიჯანის მოქალაქეობაზე უარის თქმა.
ეს განცხადება ჟურნალისტებთან მან პოლიციაში გამოკითხვის დასრულების შემდეგ გააკეთა. მუხთარლის მეუღლე აცხადებს, რომ მისი მეუღლე ოთხმა პირმა დააკავა, მათგან სამი კი კრიმინალური პოლიციის ფორმაში იყო ჩაცმული.