გიორგი კვირიკაშვილი აფგან მუხთარლის ოჯახზე

04 ივნისი 2017, 00:00 2008 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა.  გიორგი კვირიკაშვილის თქმით,  მომხდარი ფაქტი, აზიანებს ქვეყნის იმიჯს. პრემიერის განცხადებით, უპირველესი ამოცანაა, ყველა კითხვას მაქსიმალურად მოკლე დროში გაეცეს პასუხი. 

მთავრობის მხრიდან კი სრული მზადყოფნაა, რომ მომართვის შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტრომ აზერბაიჯანის მოქალაქის, მეუღლესა და შვილებს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში ყველანაირი სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს. პრემიერმა საქართველოს პრეზიდენტს, გამონაკლისის სახით, მოკლე ვადაში აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს საქართველოს მოქალაქეობის“, მინიჭებასთან დაკავშირებით მიმართა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი