“ბათუმის აქციის საქმეზე” მოწმეების დაკითხვა დაიწყო. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა და მხარეებმა დღეს გამომძიებლებს მოუსმინეს. საქმეზე, ბრალდების მხარის მოწმეები ძირითადად პოლიციელები არიან.
დღეს, წინასწარ პატიმრობაში მყოფი 9 პირის საქმეზე სხდომა 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას და როგორია ადვოკატების შეფასება.