პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ეხება შსს აკადემიაში პროფესიული კურსების პარალელურად პირველად უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვას.
ეს არის საბაკალავრო პროგრამა საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე. მისი თქმით, ინიციატივის მიზანი მაღალი კვალიფიკაციის კადრების მომზადებაა.
როგორც კომიტეტის სხდომაზე ითქვა, პროგრამა აკრედიტაციის პროცესს გადის და სტუდენტების პირველი ნაკადის მიღება 2027 წლიდან იგეგმება. მანამდე კი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ორი კანონპროექტი წარადგინა, რომელიც ავტორიზაციის ვადების განსაზღვრას ეხება.
