11-12 მარტის მოვლენებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

02 ივნისი 2017, 00:00 3273 ნახვა

ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღეს დაიწყება პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი, ასევე უნდა მოუსმინონ ბრალდების მხარის მოწმეებსაც.

დაცვის მხარეს უკვე გადაეცა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც პროკურატურამ დაკავებულ პირთა იდენტიფიცირება მოახდინა. ადვოკატების თქმით, ექსპერტიზის დასკვნაში არ არის საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობას დაამტკიცებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი