აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს 143-ე მუხლით იძიებენ

30 მაისი 2017, 00:00 2405 ნახვა

აზერბაიჯანში მომუშავე ჟურნალისტების ცნობით, აფგან მუხტარლიAაზერბაიჯანის ტერიტორიაზეა გადაყვანილი. ჟურნალისტი გუშინ გაუჩინარდა. მისი მეუღლის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ისინი, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოჯახის ბიზნესკომპანიების შესახებ, მორიგ საგამოძიებო სტატიაზე მუშაობდნენ.

ლეილა მუსტაფაევა მეუღლის გაუჩინარებაში აზერბაიჯანულ სპეცსამსახურებს ადანაშაულებს, რომლებიც, მისი თქმით, ბოლო პერიოდში ჟურნალისტს უთვალთვალებდნენ. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო სამართალდამცავ სტრუქტურებს მოუწოდებს, უპასუხონ კონკრეტულ კითხვებს და აუხსნან საზოგადოებას, როგორ აღმოჩნდა თბილისში „გაუჩინარებული“ ჟურნალისტი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე? როგორ გადაკვეთა მან საზღვარი ისე, რომ მისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტები თბილისშია, რასაც აფგან მუხტარლის ახლობლები აცხადებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დღეს განმარტებები არ გაუკეთებია, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. ამ დროისთვის დაკარგული ჟურნალისტის მეუღლე დაკითხვაზე იმყოფება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი