პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში

30 მაისი 2017, 00:00 2006 ნახვა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისში ვიზიტით მყოფ პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. მხარეებმა საქართველო–პოლონეთის მეგობრული ურთიერთობების ძირითად საკითხები განიხილეს. ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.

პოლონეთის პრეზიდენტმა დაადასტურა პოლონეთის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი.

მანამდე ანდჟეი დუდა ქართველ კოლეგას შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ დუდას პირველი სახელმწიფო ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაულს და ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილეს ემთხვევა. აღინიშნა, რომ ნატო-ს სამიტის შემდეგ ეს ვიზიტი ძლიერი პოლიტიკური გზავნილია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს პოლონეთის მხრიდან საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებში მხარდაჭერას.  პოლონეთის პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილი 31 მაისს ბათუმში უმასპინძლებს. ანდჟეი დუდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი