შსს-მ დიდი რაოდენობით ნარკოტიკი ამოიღო. სამართალდამცველებმა, სარფში დაკავებულ პირს, პირადი ჩხრეკისას, 21 აბი „სუბოქსინი“ აღმოუჩინეს.
უწყების ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.