ე.წ. ჭაობის რეაბილიტაცია დაახლოებით 2 წელიწადში უნდა დასრულდეს, თუმცა გზის, კანალიზაციისა და ზოგადად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამდე მოსახლეობა წლების განმავლობაში, გადათხრილ მდგომარეობაში დატოვებულ ქუჩებს აპროტესტებს.
ადგილობრივებისთვის გასაგებია, რომ რეაბილიტაციის პროცესი ხანგრძლივია, თუმცა უჩნდებათ კითხვა: რატომ ვერ ახერხებს მერია დროებითი ღონისძიებების გატარებას?