მე-12 საბავშვო ბაღში აღსაზრდელების რეგისტრაცია დაიწყო. წერეთლის 30 ნომერში მდებარე შენობას რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტებით ჩაუტარდა და განახლებული ბაღი უახლოეს დღეებში გაიხსნება.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 245 ბავშვზეა გათვლილი. ბათუმის ბაღების გაერთიანების ადმინისტრაცია მშობლებს მოუწოდებს აღსაზრდელები დროულად დაარეგისტრირონ. რეგისტრაცია შესაძლებელია ვებ-გვერდზე Batumikids.ge - ზეა შესაძლებელი.