ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა-ნანუაშვილის ანგარიში

01 ივნისი 2016, 00:00 4633 ნახვა

საქართველოში 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობა კვლავ პრობლემად რჩება_აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში რომელიც ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას ეხება. უჩა ნანუაშვილის თქმით, პრევენციისთვის აუცილებელია ზომების გატარება, რათა ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი მინიმუმამდე შემცირდეს. გარდა ამისა, სახალხო დამცველის წინადადება, რომ გამკაცრებულიყო კანონმდებლობა, ძალადობის კუთხით, და უკეთ ყოფილიყო დაცული ბავშვები, ჯერ-ჯერობით გათვალისწინებული არ არის. სახალხო დამცველი ბავშვთა მიმართ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ასევე სექსუალური ძალადობის და მაღალმთიან რეგიონებში განათლებასთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებს. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ბავშვთა პრობლემები მედიაში ეთიკური წესების დარღვევით გაშუქდა. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი