პრეზიდენტები შშმ ბავშვებს შეხვდნენ

01 ივნისი 2016, 00:00 4151 ნახვა

რეზიდენტები ბათუმის 26-ე საჯარო სკოლაში მივიდნენ, სადაც ინკლუზიური სწავლების ცენტრი ფუნქციონირებს. სტუმრებმა, რომელთა შორის საქართველოს პირველი ლედიც იყო, ცენტრის სახელოსნოები დაათვალიერეს. აქ შშმ 48 მოზარდი სწავლის დასრულების შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადის. ბავშვები თიხაზე, ბატიკაზე, და თექაზე მუშაობენ, ასევე ქსოვენ გობელენებს და ამზადებენ სუვენირებს. ორი ქეყნის პრეზიდენტმა ბავშვებთან ერთად სიმბოლური სუვენირები დაამზადეს. დღესვე ინკლუზიური სწავლების ცენტრს სპეციალური ტრანსპორტი გადაეცა, რომელიც მოსწავლეებს მოემსახურება. 

მარი ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში