დიდი ოდენობით უაქციზო თამბაქოს ნაწარმის საზღვარზე უკანონოდ გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა, მისი მართვის ქვეშ მყოფი სამგზავრო ავტობუსით, სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საბაჟო გამშვები პუნქტ ,,სარფის“ გავლით, მალულად გადაზიდა 16 ათას 982 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. მიმდინარეობს გამოძიება.