თხილნარის მოსახლეობა, მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვს. ავტობუსი მათი თქმით, სოფლებს მახოს, თხილნარს, ჭარნალსა და ახალსოფელს მოემსახურება.
მათ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გასულ წელს 600-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს და გამგეობას მიმართეს, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღიათ. მუნიციპალიტეტში კომენტარის გაკეთებას დღის ბოლოსთვის დაგვპირდნენ.