ერთიანი ეროვნული გამოცდების პერსონალის დაკომპლექტება მიმდინარეობს. მზადება ბათუმის საგამოცდო ცენტრში ერთ კვირაში დაიწყება. ნახევრად ელექტრონული ფორმატი ნიშნავს, რომ ტესტი აბიტურიენტებს კომპიუტერზე დაგხვდებათ, პასუხები კი დავალების ფურცელზე უნდა შეავსოთ. წელს საგამოცდო პერიოდი 1-ლი-დან 22 ივლისამდე გრძელდება.