შვედეთში, ქალაქ სტოკჰოლმის ''მეგობრობის არენაზე'' მანჩესტერ იუნაიტედმა ევროპა ლიგის თასი აღმართა. ''წითელმა ეშმაკუნებმა'' ამსტერდამის ''აიაქსი'' 2-0 დაამარცხა. გულშემატკივარმა მოედანზე იხილა ორი სხვადასხვა დიდი ტრადიციების მქონე კლუბის დაძაბული დაპირისპირება. მიუხედავათ ''აიაქსის'' ფეხბურთელების ტერიტორიული უპირატესობისა და მონდომებისა, მათ ვერაფერი გააწყვეს მოურინიოს შეგირდების წინააღმდეგ.
მნიშვნელოვანი იყო პოგბას მიერ თამაშის მე-18 წუთზე გატანილი გოლი. მეორე ტაიმის დასაწყისშივე 48-ე წუთზე მხითარიანის მიერ გატანილმა გოლმა მანჩესტერს კომფორტული უპირატესობა შეუქმნა, რაც თამაშის ბოლომდე შეინარჩუნეს.
მიუხედავათ იმისა, რომ მანჩესტერ იუნაიტედი ინგლისის პრემიერ ლიგაში მე-6 ადგილზე გავიდა, ამ მოგებით მან ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.