ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლი –ოფიციალური სტატისტიკა და პროგნოზი

31 მაისი 2016, 00:00 4588 ნახვა

თუკი იანვარში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 0,8 პროცენტი შეადგინა, აპრილში ეს მაჩვენებელი 4,3 პროცენტია - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. ეს მაჩვენებელი ქვეყნის პირველ ეკონომისტს აძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ საქართველოში 2016 წელს ეკონომიკური ზრდა 3 პროცენტს გადააჭარბებს. მთავარ ფაქტორებად დიმიტრი ქუმსიშვილი გაუმჯოსებულ ბიზნეს გარემოსა და ლარის გამყარებას ასახელებს. დარგის სპეციალისტების შეფასებით, წლის ამ პერიოდისთვის ზრდის დადებითი ტენდენცია უჩვეულო არ არის  და რეალური ეფექტი მის შენარჩუნებაზეა დამოკიდებული. 

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში