ზურაბ პატარაძე: ხელშეკრულება არვისთან გაგვიფორმებია

23 მაისი 2017, 00:00 2796 ნახვა

"მინდა ვუთხრა ჩვენს ოპონენტებს, სანამ მცდარ ინფორმაციას გაიგებენ, მოისმენენ, ჩვენ მივაწოდოთ ინფორმაციას. რა პროექტებია დაგეგმილი რეგიონში, თუ ვის ვხვდებით და რატომ" - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის,  ელგუჯა ბაგრატიონის განცხადებას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. ზურაბ პატარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე პროექტი არ არის მზად და შესაბამისად როცა პროექტზე მუშაობა დასრულდება, მას შემდეგ გამოცხადდება ტენდერი. "ბოდიში, რომ ერთ ლარად ვერ გავასხვისეთ მიწები, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის. არაერთხელ დავაანონსეთ ბათუმის ესტაკადის მშენებლობა,რაც ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას და სატრანსპორტო მიმოსვლის გაზრდას. ვაგრძელებთ ამ პროექტზე მუშაობას, ესტაკადის პროექტი უკვე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია და უახლოეს პერიოდში გვექნება პროექტის საბოლოო სახე" - განაცხადა პატარაძემ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ფინანსთა მინისტრი კორუფციაში დაანაშაულეს. ელგუჯა ბაგრატიონის განცხადებით, რეგიონის მთავრობის წარმომადგენლებმა, გასაიდუმლოებულ ვითარებაში, 5 აპრილს, უცნობ კომპანიასთან ესტაკატის მშენებლობაზე  ხელშეკრულება გააფორმა.  ბაგრატიონის განცხადებით, მთავრობა ვალდებული იყო  ტენდერი გამოეცხადებინა. 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი