ადგილობრივ ფერმერებთან და სოფლის მეურნეობის საკითხებით დაინტერესებულ პირებთან ქობულეთში შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც ფერმერული მეურნეობის და აგროსექტორის ინვესტორის სტატუსების შესახებ კონცეფციას აცნობენ, ასევე ფერმერების საჭიროებებისა და პრობლემების გამოვლენაზე იმუშავებენ.
შეხვედრა საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის პროფესიული კავშირისა და ფერმერ ქალთა ასოციაციის ორგანიზებით იმართება, რომლის მიზანიც ფერმერულ მეურნეობებში მეტი ქალის ჩართულობა და მათი ეკონომიკური გაძლიერებაა. დღესვე საქართველოს კონსტიტუციაში სპეციალური ჩანაწერის, პეტიციის „ქართული მიწის დასაცავად“ შესატანად იმსჯელებენ.
განახლებული: