ბათუმის მერია მრავალწლოვანი ხეების დარგვას აანონსებს

19 მაისი 2017, 00:00 3912 ნახვა

ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქში მრავალწლოვანი ხეების დარგვას აანონსებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, "ბათუმში მიმდინარე წლის ბოლომდე 6 ათას 500 ძირი ხე დაირგვება". 

მერიის გვერდზე ასევე დაიდო  იმნაძის  (ძველი ბლავგოეგრადის) ქუჩის ფოტოები, სადაც დეკორატიული ნაძვები დაირგო.  

" ქალაქში რამდენიმე კვირაა ინტენსიურად მიმდინარეობს სეზონურად მოყვავილე მცენარეებისა და ხეების დარგვის სამუშაოები.  გუშინ, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მოჭრილი დაზიანებული ხე ახლით ჩანაცვლდა. ქალაქში არსებული მწვანე საფარის გაჯანსაღების პროცესი გაგრძელდება და ყველა დაზიანებული ხე საღი ნარგავებით ჩანაცვლდება. გამწვანების სამსახურმა დღეს 22 ძირი ხამეციპარისი დარგო" - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი