ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელი: ადვოკატს და ოჯახს არ სურთ ჩვენს აპარატთან რაიმე სახის განცხადების გაკეთება

18 მაისი 2017, 00:00 2893 ნახვა

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ციალა ქათამიძე აცხადებს, რომ ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის ნონა წოწორიას ძმის ოჯახის წევრები, მასთან რაიმე ტიპის პრეტენზიას, ამ ეტაპზე არ აფიქსირებენ. 

"სახალხო დამცველის აპარატში შემოვიდა შეტყობინება , ჩვენ ადგილზე გამოვედით და გავეცანით სიტუაციას. ადგილზე დაგვხვდა ოჯახის ადვოკატი, რომელიც საგამოძიებო პროცესს აკვირდება და ადგილზეა ეცნობა სიტუაციას. ვესაუბრეთ ოჯახის წევრებს დამატებით, თუმცა რა ტიპის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რაიმის თქმა არ შემიძლია. ამ ეტაპისთვის არც ადვოკატს და არც ოჯახის წევრებს არ სურთ ჩვენს აპარატთან რაიმე სახის განცხადების გაკეთება" - განაცხადა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა აჭარაში ციალა ქათამიძემ

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი   ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის ნონა წოწორიას ძმის სახლში იმყოფება, სადაც 3 საათზე მეტია ჩხრეკა მიმდინარეობს.

ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სავარაუდოდ სამართალდამცავები იარაღს ეძებენ.

„ჩვენც ახლა გავიგეთ. საათნახევრის წინ იყვნენ მოსული და გვითხრეს, რომ იარაღის გამო იყო ჩხრეკა, ვერ პოულობენ. ადვოკატი აქ არის. არაფერი არ ვიცით. არ გვიშვებენ საერთოდ. ახლა განყოფილებიდან არის პოლიცია. ოთარს თავისი ცეხი აქვს და სახლში მუშაობს. რის საფუძველზეა ჩხრეკა, არ ვიცით. მისი და სტრასბურგშია მოსამართლე“,- ამბობს, ოჯახის რძალი, მარიკა მაჭუტაძე.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი