ხულოში, დღის მეორე ნახევარში, თხილვანას მოსახლეობა რეგიონის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება. განიხილება ადგილობრივებისთვის კომპენსაციის გაცემის საკითხი.
გამგებლის წარმომადგენლის - მამუკა ქამაშიძის ინფორმაციით, თხილვანაში მცხოვრები 28 ოჯახიდან თითოეული 25 ათას ლარს მომდევნო კვირიდან მიიღებს, ხოლო კიდევ 40 ოჯახის საკითხი დღეს გადაწყდება. შეგახსენებთ, სოფელ თხილვანაში მეწყერი იანვარში გააქტიურდა და საფრთხე 65 ოჯახს შეექმნა.