ხულოში ხანძრის შედეგად სახლი დაიწვა

09 ივლისი 2025, 10:09 544 ნახვა
00:00
00:00

ხანძარი იყო ხულოში სოფელ საციხურში. შემთხვევის შედეგად დაიწვა თამაზ ჯავახიძის საცხოვრებელი სახლი. მრავალწევრიან ოჯახში სამი არასრულწლოვანი ცხოვრობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ერთსართულიანი ხის შენობიდან ოჯახმა ვერაფრის გადარჩენა შეძლო. მეზობლები ყვებიან, რომ სახანძრო სამსახური დროულად მივიდა და ახლოს მდებარე სახლების გადარჩენა შეძლეს.

ხულოს მერიის ინფორმაციით, ოჯახს დროებით ქირით გაიყვანენ.

გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი