“მუხრან ვახტანგაძის საქველმოქმედო ფონდთან” დაკავშირებული ორგანიზაცია მერიის ათობით ტენდერს იგებს. “აჭარის მასობრივი სპორტის ფედერაციის” მოქმედი პრეზიდენტი ბადრი შამილაძე პარლამენტარის ფონდის თანადამფუძნებელია. ის სხვა 4 პირთან ერთად მერიის ტენდერებში იმარჯვებს და ასობით ათას ლარს, სპორტული ღონისძიებების ორგანიზებისთვის, იღებს.
ორგანიზაციას ყოველწლიურად სპორტის დეპარტამენტიც აფინანსებს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში” ეჭვობენ, რომ, შესაძლოა, სატენდერო პირობებს ერთ კონკრეტულ პიროვნებას არგებენ.