სამი თვე გარესამყაროსგან მოწყვეტილი

11 მაისი 2017, 00:00 4989 ნახვა

ხუთი თვეა ხულოს სოფელ ბოძაურში მცხოვრები 6 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ამის მიზეზი, სოფელში, 3 თვის წინ, ჩამოწოლილი მეწყერი გახდა. შიდა სასოფლო გზაზე მიწა თებერვალში ჩამოშვავდა. ჩახერგილი გზის გამო, ექვსი ოჯახი სოფლიდან გამოსვლას მხოლოდ ფეხით ახერხებს, სოფლამდე ვერც სასწრაფო დახმარების მანქანა მიდის.

ადგილობრივები დაზიანებული გზის აღდგენას მოითხოვენ. მათი განცხადებით, მართალია ცენტრი ნახევარი კილომეტრის სავალზეა, თუმცა ფეხით საზაფხულო სამუშაოებისთვის მინერალების შეტანა სოფელში შეუძლებელია. ასევე, მათი თქმით, მალე იალაღებზე უნდა გაიყვანონ საქონელი, რასაც გზის გაკეთებამდე ვერ მოახერხებენ.

ხულოს გამგეობაში განმარტავენ, რომ პრობლემა მათთვის ცნობილია, თუმცა რთული რელიეფიდან გამომდინარე გზის გაწმენდა ვერ მოხერხდა. გამგებლის მოადგილის ლაშა ბოლქვაძის განმარტებით, საგზაო დეპარტამენტის სპეციალისტებმა ტერიტორია უკვე შეისწავლეს და გაწმენდითი სამუშაოები მალე დაიწყება. ასევე, მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგმილია მეწყერსაწინააღმდეგო ფერდსამაგრი სამუშაოების ჩატარება. ფერდსამაგრი სამუშაოებისთვის რამდენია გამოყოფილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან არ კონკრეტდება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში