ბიზნესმენებისთვის ნაპატიები მილიონები. აჭარის მთავრობა ყოველწლიურად ათობით ინვესტორს, შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, ჯარიმის სახით დაკისრებულ მილიონობით ლარს პატიობს. წახალისების მიზანი კი, სამუშაოების შეუჩერებლად დასრულებაა. მხოლოდ წელს მთავრობამ 10 მილიონამდე ლარი 7 ინვესტორს ჩამოაწერა.
ბიზნესმენთა შორის არიან ისეთებიც, ვისაც სახელმწიფომ ჯარიმა ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენჯერმე აპატია. როგორ აფასებენ ეკონომისტები სახელმწიფოს ლიბერალურ პოლიტიკას და როგორია მთავრობის პოზიცია?