ჩამოშლილი გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდება

10 მაისი 2017, 00:00 3322 ნახვა

სამი სოფლის თხილნარისჭარნალისა და ახალსოფლის ტერიტორიაზე ჩამოშლილი მონაკვეთის შესაკეთება უახლოეს პერიოდში დაიწყება - მოსახლეობის პრეტენზიებს საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელი   არჩილ ჩიქოვანი ეხმაურება. 

მისი განმარტებით, ხელვაჩაურის გამგეობიდან უწყებას შესაბამისი წერილები მიუვიდათ და ტენდერი სამუშაოების შესრულების შესახებ ​ტენდერს რამდენიმე დღეში გამოაცხადებენ. 

არჩილ ჩიქოვანის ამბობს, რომ მსგავსი დაზიანება დამატებით კიდევ 30ლოკაციაზე არსებობს. დაზიანებები გზებზე დიდთოვლობის შემდეგ გაჩნდა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი