მარგველაშვილი: საჭიროა შრომის უსაფრთხოების წესების დახვეწა და აღსრულების უმკაცრესი კონტროლი

09 მაისი 2017, 00:00 3085 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი ტყიბულში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, აუცილებელია დამსაქმებელთა და პირველ რიგში ხელისუფლების ძალისხმევა  შრომის უსაფრთხოების წესების დახვეწისა და მათი აღსრულების უმკაცრესი კონტროლისაკენ.

"ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ტყიბულში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი. ამ უმძიმეს წუთებში, თანადგომას ვუცხადებ შახტაში მომუშავეთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს. სამწუხაროდ, ეს უკვე მერამდენე ტრაგედია ვერ ჩაითვლება უბრალოდ „შემთხვევად“.

შრომის უსაფრთხოების დღეს არსებული პირობები, თუნდაც მოქმედი კანონმდებლობის დაცვის ხარისხი, სამწუხაროდ, ეფექტურად ვერ გამორიცხავს მსგავს უბედურებებს. საჭიროა მთლიანი საზოგადოების, მათ შორის, დამსაქმებელთა და ცხადია, პირველ რიგში ხელისუფლების ძალისხმევა მიიმართოს შრომის უსაფრთხოების წესების დახვეწისა და მათი აღსრულების უმკაცრესი კონტროლისაკენ" - ამბობს მარგველაშვილი. 

პრეზიდენტმა თავისი პოზიცია ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი