პირველკლასელთა რეგისტრაცია

08 მაისი 2017, 00:00 2958 ნახვა

რეგისტრაცია, რომელიც სისწრაფეში შეჯიბრს ჰგავს. მშობლებმა პირველკლასელი შევილები სასურველ სკოლებში რამდენიმე წამში დაარეგისტრირეს. დაწყებიდან რამდენიმე წუთში ათობით სკოლა შეივსო, საუბარია ე.წ. პრესტიჟულ სკოლებზე. 

ელს რესურსცენტრმა პირველკლასელებისთვის სკოლებში ადგილები დაამატა, თუმცა გარეუბნებში, იქ სადაც ათობით ადგილი ამ დრომდე თავისუფალია. რეგისტრაციის დასრულებამდე 1 თვეა.

საქართველოს განათლების მინისტრი ამბობს, ის რომ მშობლები ძირითადად პრესტიჟულ სკოლებს ირჩევენ, აჩვენებს რომ განათლების ხარისხი სკოლებში არათანაბარია. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში