საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი პორტუგალიაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

15 მაისი 2025, 16:30 372 ნახვა
00:00
00:00

საქართველოს პრეზიდენტმა  მიხეილ ყაველაშვილმა პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ლევან წურწუმიასთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატს თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში