უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომა

13 მაისი 2025, 17:44 339 ნახვა
00:00
00:00

აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრებს აჭარის უმაღლეს საბჭოში 15 მაისის ნაცვლად 28 მაისს მოუსმენენ. მინისტრის საათის განრიგში შესაბამისი ცვლილება დღეს ბიუროს სხდომაზე დაამტკიცეს.
კომისიებში განსახილველად ჩაეშვა აჭარის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში. შემოსულობების ნაწილში ბიუჯეტი 89 პროცენტით, ხოლო გადასახდელების მიმართულებით 80 პროცენტით შესრულდა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში