გიორგობის დღესასწაული მრევლს კათოლიკოს პატრიარქმა ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მიულოცა.
სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ პატრიარქმა იქადაგა. ილია მეორემ ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წმინდა გიორგი საქართველოსთვის განსაკუთრებული წმინდანია. მან თავის ბავშვობაც გაიხსენა და ოჯახში დღესასწაულის მზადებაზეც ისაუბრა.