გიორგი მარგველაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ შეხვდა. დახურულ კარს მიღმა მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმართულებები, ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება, ასოცირების შეთანხმების შემდგომი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება განიხილეს.
შეხვედრაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის მზადების საკითხსა და საკონსტიტუციო რეფორმების შესახებაც გამახვილდა ყურადღება.