რამდენიმე წლის შემდეგ, ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრებს საკუთარი გუნდის გამხნევება ბათუმში შეეძლებათ.
დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეათე ტურში ერთმანეთს ბათუმის “დინამო” და თბილისის “ლოკომოტივი” დაუპირისპირდებიან.
შეხვედრა 19 საათზე ბათუმის სარაგბო სტადიონზე დაიწყება. მატჩს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.