თითქმის 1 საათია თბილისის საქალაქო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო მიმდინარეობს. ეს ე.წ.ლი ,,ციანიდის საქმის” პირველი წინასასამართლო სხდომაა. დეკანოზი გიორგი მამალაძე არც ერთ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. სასულიერო პირმა ეს განცხადება მოსამართლის შეკითხვის შემდეგ გააკეთა. სასულიერო პირის ადვოკატმა სასამართლოს დაწყებამდე თქვა, რომ ისინი დააყენებენ შუამდგომლობას მტკიცებულებების დაუშვებლობასა და მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებაზე.