საერთაშორისო პლენერი ''მეგობრობის პალიტრა'' გაიხსნა

04 მაისი 2017, 00:00 1683 ნახვა

საერთაშორისო პლენერი ''მეგობრობის პალიტრა''  გაიხსნა. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ქართველი და უცხოელი მხატვრები თავისუფალ თემატიკაზე ნამუშევრებს მოამზადებენ. პლენერი ორ ეტაპად ჩატარდება - მაისსა და ივნისში და თითოეული ეტაპის დასასრულს სამხატვრო სკოლაში გამოფენა ჩატარდება. პროფესიონალი მხატვრები  სტუდენტებისთვის მასტერკლასსაც გამართავენ.

პროექტში ''ბათუმური გაზაფხული'' და ''ბათუმური ზაფხული'' 20 მხატვარი მონაწილეობს. დაგეგმილია საპასუხო ვიზიტები ლიტვასა და პოლონეთში.  პროექტი საქართველოს კულტურის ხელშეწყობისა და განვითარების ფონდის'' ორგანიზებითა და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მხარდაჭერით იმართება. საერთაშორისო პლენერი ბათუმში წელს მეოთხედ ტარდება. 

ამავე კატეგორიაში