აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გიდების გადამზადება დაიწყო

04 მაისი 2017, 00:00 3431 ნახვა

პირველ ეტაპზე, ბათუმის ტურის მიმართულებით, 20 სპეციალისტი გადამზადდა. მათ ქალაქის ისტორიის, აჭარის ეთნოგრაფიის, ბათუმის ძველი და თანამედროვე არქიტექტურის შესახებ ინფორმაცია ისტორიკოსებისგან, ეთნოგრაფებისა და პროფესიონალი გიდებისგან მიიღეს, საფეხმავლო ტურზე  კი პრაქტიკული სწავლებაც ჩაუტარდათ.

20 საათიანი სატრენინგო კურსის მიზანი აჭარაში მოქმედი გიდების ცოდნის გაღრმავება და მათთვის ხარისხის ნიშნის მისაღები გამოცდებისთვის მომზადებაა. ტურიზმის დეპარტამენტი წელს, იწყებს ხარისხის ნიშნის მინიჭებას ''რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ'' გიდებისთვის.  შემდეგი კვირიდან კი გიდების გადამზადება მთიანი აჭარის 4 ტურისტული მარშრუტის მიმართულებით იწყება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი