უმაღლესი საბჭო უახლოეს სხდომაზე ერთადერთ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს, რომელიც მხარდაჭერის შემთხვევაში, მოგვიანებით პარლამენტს წარედგინება. საუბარია განათლების კომისიის ინიციატივაზე, რომელიც სკოლებში დირექტორების მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნის უფლების დელეგირებას ეხება. რაც შეეხება წინა მოწვევას, როგორც ყოფილი და მოქმედი დეპუტატები გვეუბნებიან, მაშინდელ შემადგენლობას 4 წლის განმავლობაში 20-მდე ინიციატივა მოუმზადებია, აქედან პარლამენტს მხოლოდ 7 აქვს მიღებული, შვიდივე სარედაქციო ხასიათის იყო.