მოქალაქე პარლამენტის წინააღმდეგ

03 მაისი 2017, 00:00 2204 ნახვა

მოქალაქე ზაქარია ყიფშიძე პარლამენტის წინააღმდეგ. საკონსტიტუციო სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია არსებითად განიხილავს. სადაო ნორმა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის ის მუხლებია, რომელიც მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე ქონების დაყადაღების უზრუნველყოფას არეგულირებს.

მოსარჩელის განმარტებით,  მოქმედი რეგულაციით სასამართლო აყადაღებს ქონებას იმ შემთხვევაშიც კი, როცა დაინტერესებული მხარე აცნობებს, რომ გარკვეულ კომპანიასთან ან პირთან აქვს სასამართლო დავა უცხოეთის რომელიმე ქვეყანაში. ამ შემთხვევაში ქონებას აყადაღებენ ისე, რომ სასამართლოს არ ევალება გადაამოწმოს არსებობს თუ არა რეალურად ეს დავა. ანალოგიურ შემთხვევას ადგილი ჰქონდა მოსარჩელესთან მიმართებაში.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი